კაბა კლუბი
"ერთი სიძულვილის ამბავი..."
მოთხრობა




1.    მეორე ნაწილი
m

 დღეიდან ჩვენს ერთგულ მკითხველს ძალიან გავახარებთ "My Story"-ს ავტორის ლილიტის ახალი რომანით "ერთი სიძულვილის ამბავი..", რომელიც წინა ნოველის მსგავსად რეალურ პერსონაჟების ისტორიებზეა აგებული. ახალ მოთხრობასაც, როგორც მის წინამორბედს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

 თქვენ წინაშეა "ერთი სიძულვილის ამბავი.." პირველი ნაწილი.


2. 

 

 ოთხი წლის წინ, ზუსტად 25 მაისს, გოგებაშვილის ქუჩის ზუსტად ამ კუთხეში ვიდექი როცა ის ქალი გამოჩნდა..
ჩვეულებრივი ქალი იყო, საშუალო სიმაღლის, გამხდარი, გამხდარი, კაფანდარა...
სახის ნაკვთები როგორი ქონდა არ მახსოვს. არ ვიცი ეხლა ვეღარ ვიხსენებ თუ რაკიღა უკვე ბინდდებოდა, თან დიდი შლაპა უფარავდა სახის ნაწილს ვერ გავარჩიე..

 პრინციპში, უცნობი ადამაინების სათვალიერებლად მცხელოდა რო? სახლიდან დაახლოებით თხუთმეტიოდე წუთის „გამოვარდნილი“ ვიყავი და სანამ გოგებაშვილის კუხემდე ჩამოვაღწევდი, ტელეფონში ისეთი ისტერიკა დავიმართე ჩემმა დაქალმა დუკამ, ნარიყალაზე ძვლივს ვაი-ვაგლახით აფოფხებული თავისი უცხოელი სტუმრები, ბედის ანაბარად მიატოვა და კისრისტეხით გამოექანა ჩემს საშველად.
ჰოდა, სწორედ დუკას მანქანის გამოჩენას ველოდი გოგებაშვილის კუთხეში, როცა „უცნობი ქუდოსანი“ გამომელაპარაკა..
-დარწმუნებული ხარ?...მკითხა მან ყოველგვარი შესავალ-მისალმების გარეშე მე დაბნეულმა მოვათვალიერე პერიმეტრი, ჩვენს გარდა ქუჩის ამ მონაკვეთში ნამდვილად არავინ იყო..
მე მკითხეთ რამე?? ვიკითხე გაკვირვებულმა
კი არ გკითხე, გიპასუხე.. მომიგო მან ცოტა არ იყოს უხეშად
ვერ გავიგე????

... ბოლო თხუთმეტი.. უკაცრავად თვრამეტი წუთის მანძილზე შენს გონებაში, გულში და შესაბამისად ენის წვერზეც ტრიალებს ერთი მოკლე ფრაზა,,, სურვილი რომლის ასრულებასაც შენ დაჟინებით ითხოვ.... მე შემიძლია გითხრა, რომ ეს სურვილი სრული 100% -ით აგისრულდება.. დღეს, ხვალ, ზეგ თუ ოცი წლის შემდეგ, ეგ არავინ იცის... მაგრამ ყველაფერი ზუსტად და სიტყვა სიტყვით ახდება.. ახდება .. და ...
და თქვენ რა იცით ჩემი სურვილების შესახებ? ცოტა არ იყოს გავღიზიანდი მე
ქალმა ირიბად ამომხედა ქუდის ფარფლებიდან
-მე ბევრი რამე ვიცი.. არ ვიცოდე ნეტა
„ ესეც ასე, ვიღაც ჭკუასუსტი სექტანტის გადაკიდებაღა მაკლდა... დაიწყებს ეხლა „ მე მინდა გესაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე და ათასი ბლა ბლა ბლაა“ გავიფიქრე გულმოსულმა ჩემთვის და ის ის იყო ქალისკენ, რაც შეიძლება
 „მკაცრგამომეტყველებადაყენებული“ სახით მივტრიალდი, რომ მოსახვევში დუკას მანქანაც გამოჩნდა. ამის შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა.. დუკამ მოსახვევში შემოუხვია, „ქუდოსანმა“ კი ზუსტად ამ დროს გადაწყვიტა რატომღაც ქუჩის გადაჭრა და სანამ მე განწირული ხმით შეკივლებას მოვასწრებდი, უცნობი დუკას მანქანის ბორბლებქვეშ უღონოდ ჩაიღვენთა....

-დაარტყა! დაარტყა! დაარტყა!!!!!!!!!!!!!!!!!!! მე ვერ შევხედავ! სისხლის დანახვაზე გული მიმდის! ვაიმე დედიკოოო!
ვიმეორებდი თვალებზე ხელაფარებული გაფუჭებული პატეფონივით, მანამ სანამ მანქანიდან გადმოსულმა დუკამ ერთი ღონივრად არ შემანჯღრია..

- ვინ ვის დაარტყა ადამიანო? რა სისხლი, რის სისხლი? პატრულის მთელი „ სასტავი“ ამეხვოსტა ისეთი სისწრაფით გამოვქანდი, რომ დამირეკე.. ნორმალური ხარ შენ? სულ გარეკე არა?
გაუბედავად მივიხედ მოვიხედე ირგვლივ..
ქუჩა აფსოლუტურად ცარიელი და სუფთა იყო.. მხოლოდ გასრესილი იასამნის ტოტი ეგდო შუა ნაწილში..

 ნერვული შეტევა აქვს მე მგონი, ჩემთან დავიტოვებ დღეს.. რაც ამან ბოლო პერიოდში გადაიტანა, კიდე კარგადაა ამის საქმე..
ვიღაცას უხსნიდა მობილურში დუკა..
„მართლა გავგიჟდი მგონი“ გავიფიქრე ჩემთვის, მერე ქუჩის კუთხეში ჩავჯექი და ტირილი ამივარდა..



3.

m

 p.s ოთხი წლის წინ, ზუსტად 25 მაისს, მე და ჩემი ქმარი საბოლოოდ დავცილდით ერთმანეთს
„ ოდესმე აუცილებლად უნდა დაისჯო ჩემი ასე გამწარებისთვის!“ მივაძახე გააფთრებულმა და კარი გამოვიჯახუნე.. მას მერე იმ სახლში აღარ დავბრუნებულვარ..



4.

 

 მე და გუგა რბილად რომ ვთქვათ ბაღიდან ”ვერ ვმეგობრობდით”.. ხუთის ვიყავი, უფრო სწორად ექვსს ვასრულებდი აგვისტოში, როცა დედაჩემმა გადაწყვიტა ცოტა ხნით, ”სახელად” მაინც ვეტარებინე ბაღში, სკოლაში შესვლამდე ბავშვებთან ურთიერთობას მიეჩვევაო  ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ დედისერთა ვარ, უფრო სწორად დედისერთა ვარ ”ნაწილობრივ”  თუ არ ჩავთვლით თეოს, ჩემს ნახევარდას, მამას პირველი ცოლისგან.. მაგრამ თეო სულ სხვა თემაა და ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ეხლა ისევ ბაღში გადავინაცვლოთ..ჰო, სად გავჩერდი? გუგაზე არა?
 
 მოკლედ გუგამ დანახვისთანავე ვერ ამიტანა მაინცდამაინც ის სკამი უნდოდა რომელზეც მე ვიჯექი, მაინც და მაინც იმ სათამაშოთი უნდა ეთამაშა რომლითაც მე ვთამაშობდი გატაცებით, მაინც და მაინც იმ ფინჯანიდან უნდა დაელია ჩაი, რომელსაც მე დამიდგამდა ხოლმე აღმზრდელი.. და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ”მაინც და მაინც” ... მარტივად რომ ვთქვათ აუტანელი ვინმე იყო! მე კიდევ პარტიზანული სიჯიუტით ვუწევდი მის გამოხტომებს გააფთრებულ წინააღმდეგობას და ვდუმდი, ეს მანამ სანამ საქმეში დეიდაჩემი ტუსია არ ჩერია და ერთ მშვენიერ ან შესაძლოა არცთუ მშვენიერ (გუგასთვის არცთუ მშვენიერ) დღეს ბაღში ჩემს წასაყვანად გაკეთებულ მის ვიზიტს, შედეგად გუგას ცალი ყურის გახურება-გაწითლება და საბავშვო ბაღიდან ჩემი ”სამუდამო ამინისტია” არ მოჰყვა..

 ბაღიდან წამოსვლის შემდეგ, რაღაც პრეისტორიული დაავადება დამემართა ”ბატონები სახელად ქუნთრუშა”... ორკვირიანი გადასხმებისა და დედაჩემ-დეიდაჩემის (შიგადაშიგ მამაჩემისაც!) უძილო ღამეების შედეგად როგორც იქნა ფეხზე წამოვდექი..
ივნისის ბოლო იყო.. ჩვენი სახლი საბავშვო ბაღის ზუსტად მოპირდაპირე მხარეს იდგა.. ეზოდან გამუდმებით ისმოდა მხიარული ჟრიამული, ხშირად ეს ხმა ჩემს საძინებელ ოთახამდეც აღწევდა.. ჰოდა ერთ მზიან დღეს ავიღე ჩემი უსაყვარლესი სათამშო სახელად ”ბინკი’ ( ფერადი მატერიისგან შეკერილი, ჭრელი უცხვირო კაცუნა) და სამზარეულოში სალათის ახალი რეცეპტის ”დატესტვით” გართულ დედაჩემს და დეიდაჩემს ქურდულად გავეპარე.. მაგარი გაპარვა კი იყო, პირველ სართულზე ვცხოვრობდით 

 ნახევარი საათის ძებნისა და მთელი უბნის გადაკივლების შემდეგ, ბოლოს როგორც იქნა ბაღის ჭიშკართან აღმომაჩინეს, რკინის რიკულების მიღმა გუგა იდგა, ფეხბთან ცალთვალამოგლეჯილი ბინკი ეგდო (რა მოგლეჯა უნდოდა, ღილის თვალები ჰქონდა საწყალს) გამოღმა კი მე ვიდექი და გაბმულად ვზმუოდი იმის გამო, რომ ჩემი უსათუთესი განზრახვა და საჩუქარი ასე უხეშად ”გათელეს ფეხით”.


5.

m

 მე და გუგა სხვადასხვა სკოლებში ვსწავლობდით, ასე რომ მერვე კლასამდე მის შესახებ არაფერი გამიგია და ჩემს მოგონებებში მისი სახე მხოლოდ და მხოლოდ ”კოშმარულ” იმიჯად თუ გაკრთებოდა ხოლმე ალაგ-ალაგ.. მერვეში რომ გადავედით, გუგა ისევ გამოჩნდა ჩემი ცხოვრების ჰორიზონტზე... საერთო მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდით. გუგას უკვე შეყვარებული ყავდა.. ვიღაც მონდომებით ცხვირპირდახვრეტილი გოგო  უსაშველოდ გაწეწილი თმებითა და ჩაშავებული თვალებით  მან რა თქმა უნდა ვერ გამიხსენა  სიმართლე გითხრათ ძალიან არც ვცდილობდი, რომ თვალში დიდად მოვხვედროდი, (წარსულის მწარე გამოცდილება მაშინებდა ალბათ  თუმცა იმდენად სიმპათიური გამხდარიყო ამ წლების მანძილზე, ქურდულად მაინც არაერთხელ გავაპარე თვალი მისკენ .... რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა ... თან მეშინოდა მისი, თან თითქოს ამოუცნობი ძალა მეწეოდა მისკენ...

 მერე რამოდენიმე წელი ”ჩავარდნა” იყო.. მამას ვალები დაედო, გოგებაშვილის სახლის გავყიდეთ და საცხოვრებლად ვარკეთილში გადავედით.. ცხოვრება გაცილებით რთულ კალაპოტში ჩადგა.. უნივერსიტეტი დავამთავრე და ერთერთ კომპანიაში თარჯიმნად მოვახერხე მუშაობის დაწყება.. რამოდენიმე მსუბუქი რომანიც მქონდა  რომელთაგან ერთი კინაღამ ქორწინებით დამთავრდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ისე გამოვიდა, რომ გუგას მესამე და საბედისწერო გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში „თავისუფალი სტატუსით“ და სრულიად მოუმზადებელი შევხვდი..


  ზევით


კატალოგი

ფეშენ ამბები

მოდური ტენდენციები

შემოგვიერთდით!

ბიუსტჰალტერი

რჩევები
  როგორი ბიუსტჰალტერი ჯობია?

მარჩესა

პრეტ-ა-პორტე
  Marchesa-ს გამოსასვლელი კაბები

2011 ფეხსაცმელები

კატალოგი
 
2011 წლის აქტუალური ფეხსაცმელები დიზაინერებისგან

კაბები

კაბები პოდიუმიდან
 
ერთი ტონალობის კაბები დიზაინერებისგან

ლუქბუქი

ლუქბუქი
  დოლჩე და გაბანას საგაზაფხულო გლამური
მოდა/lookbook

ნიუვეისი

ნიუვეის-ჯორჯია!
 
პროდუქცია, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ემსახურება

მოდა

ცხელი ტენდეციები
  2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდა

ბლოგი

ბლოგი - ჰენდმეიდი
 
როგორ გავაკეთოთ მიუ მიუს მოდური ფეხსაცმელები

სამკაულები

  21 მაისი  2010
წყარო:
http://www.kaba.ge
ფოტოები:
http://www.kaba.ge
რუბრიკა: 
 კაბა კლუბი
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა     

       უკან

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

გამოსასვლელი კაბები
 კაბები
დიზაინერებისგან

ინტერნეტ მაღაზია
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

 

ნოველა

My Story
 
ნოველა, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული
 

საუკეთესო ბლოგერი

სიახლე!
 
საუკეთესო ბლოგერებს ფულადი პრიზები!
ბლოგი
 
             
 

ჰენდმეიდი

ბლოგი
 
ჰენდმეიდი - ვაშლებიანი პრინტი
ბლოგი
 

ტანკეტები

ონლაინ შოპინგი
 
ურბანოგის მოდური ტანკეტები
ონლაინ შოპინგი
 
             
 

2011

ნაწილი მეორე
 
2011 წლის აქტუალური ფეხსაცმელები დიზაინერებისგან
მოდა/ფეხსაცმელები
 

ჩანთები

კატალოგი
  2011 წლის აქტუალური ჩანთები დიზაინერებისგან
მოდა/ჩანთები
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდელები
 KABA.ge - ს
მოდელების  კატალოგი

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

პატარძლები
 KABA.ge - ს 
 პატარძლების კატალოგი

             

კაბები პოდიუმიდან

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ