 |
|
კაბა
კლუბი |
 |
"ერთი სიძულვილის ამბავი..."
ნაწილი მეთორმეტე
1.
პირველი
ნაწილი
მესამე ნაწილი
მეხუთე ნაწილი
მეშვიდე ნაწილი
მეორე ნაწილი
მეოთხე ნაწილი
მეექვსე ნაწილი
მერვე ნაწილი
მეცხრე ნაწილი
| |
ქორწილამდე სამი დღით ადრე
ფრანგების კონტრაქტს მოვაწერე ხელი..
ზუსტად ქორწილის დღეს, გამთენიისას მივფრინავ..
გუგა ისეა გართული საქორწინო სამზადისით, ბინის
გარემონტება-მოწყობით და მეგობარ-ახლობლების დაპატიჟებით,
ზოგჯერ სიბრალულივით გამკრავს ხოლმე გულში მის შემხედვარეს..
თუმცა ჩემ გულში მის მიმართ მეტი სხვა გრძნობა არც
არსებობს.. ეს სინანულივით რაღაცაც ათასში ერთხელ თუ
გაკრთება.. რობოტი გავხდი მგონი,ჰო. რობოტი
წინა შაბათ კვირას მამაოსთან წამიყვანა გუგამ.. ჩვენ ხომ
ჯვარი არ დაგვიწერია პირველი ქორწინებისას, მხოლოდ ხელი
მოვაწერეთ.. ახლა კი გრანდიოზულ
ჯვრისწერას გეგმავს...
ვუსმენდი როგორ ლაპარაკობდა მამაო სიყვარულზე, ცოლ-ქმარს
შორის ურთიერთთანადგომაზე .. და ვგრძნობდი რომ ჩემი გული აბსოლუტურად
ცარიელი და ცივი იყო.. ბებიაჩემის ნახევრადდანგრეულ სახლში,
თითქმის შიმშილსა და მწვავე დეპრესიაში გატარებულმა
დღეებმა, სამუდამოდ წამართვა სიყვარულის ნიჭი და რწმენა.. |
2.
| |
ღამის ორი საათია..
გამზადებულ, თასმებგადაკრულ დიდ ჩემოდანზე ვზივარ და
ვცდილობ არ ვიფიქრო მომავლაზე.. გოგოებისთვის მეილები
დავაგზავნე.. ცოტას იქოთქოთებენ მაგრამ გამიგებენ ვიცი..
ჩემები საერთოდ არ ჩამიყენებია საქმის კურსში ქორწილის
შესახებ.. ეს მხოლოდ გუგას ვატყუებდი, რომ ისინიც ისევე
ემზადებიან როგორც მისიანები.. სინამდვილეში დედაჩემს
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი არ დაესიზმრება ალბათ, რომ
ჩემი და გუგას ურთიერთობა შეიძლება ოდესმე განახლდეს..
იციან ის, რომ ერთი წლით საფრანგეთში მივფრინავ, საღამოს
გამოსამშვიდობებელი ვახშამიც მომიწყეს..
მხოლოდ ფილმებში მინახავს, საპატარძლო ზუსტად ქორწილის დღეს რომ გარბის და
დაგეგმილი ცერემონიალი სკანდალურად იშლება.. თუმცა მსგავს
ფილმებში საპატარძლოები როგორც წესი საკუთარი გულის
რჩეულის გამო თანხმდებიან ასეთ ავანტიურისტულ საქციელზე,
მე კი.. მე არავისთან მივდივარ.. და საერთოდ ვიცი კი სად
მივდივარ?
დაახლოებით ნახევარ საათში ტაქსიც მოვიდა ჩემ ნაქირავებ ბინასთან, სადაც
ედიტთან მუშაობის დაწყების შემდეგ გადავედი
საცხოვრებლად... ოთახს საბოლოოდ მოვავლე თვალი.. სევდიანად
გადავხედე საწოლზე გადაფენილ საქორწინო კაბას რომელიც ჯერ
კიდევ გუშინ გამოვიტანეთ მე და გუგამ ერთად, საპატარძლო
სალონიდან.. დიასახლისს დავუბარე კაბაც და მოკლე ბარათიც
გადასცეს მამაკაცს, რომელიც ხვალ საღამოს აუცილებლად
მოვარდება ამ ბინაში გამწარებული... |
3.
| |
აეროპორტში
ედიტი დამხვდა.. ორ ფრანგ მეგობართან ერთად... აღმოჩნდა
რომ ისინიც ჩემი რეისით მოფრინავენ და ედიტი მონდომებით
აბარებს მათ ჩემს თავს..
აცხადებენ რომ ჩასხდომა დაიწყო..
ედიტს ვემშვიდობები და სანამ
ეს უკანასკნელი ცდილობს გზად მორიგი ფრანგული ხუმრობა
გამაყოლოს, ვიღაც მორიდებით მეხება მხარზე.. არავის
ველოდები ჩემიანს გამცილებელთა სიაში... ვტრიალდები და
ხელში ლურჯქუდიანი, გამხდარი ქალი მრჩება..
-დიახ?!
ვეუბნები გაოცებული
-რატომ?
მპასუხობს იგი ჩამქრალი ხმით და თვალები ცრემლებით ევსება...
-ვერ გავიგე?
ვპასუხობ ცოტა არ იყოს გაღიზიანებული, თან ედიტს ვკოცნი
დამშვიდობების ნიშნად..
-რატომ არ იშლი შენსას... რატომ?
ჯიუტად იმეორებს ქალი და თვალები უცნაურად უმრგვალდება
”აშკარად მათხოვარია ვიღაც” ვფიქრობ ჩემთვის და ვცდილობ
მკაცრი ხმით მოვიცილო თავიდან.
-მაპატიეთ მაგრამ ამდენი დრო არ მაქვს, ჩემი თვითმფრინავი
საცაა გაფრინდება.. ხურდები ნამდვილად არ მაქვს თორემ
სიამოვნებით დაგეხმარებოდით.. აბა ბედნიერად!
ხელს ვუქნევ ქალს და სწრაფი დაბიჯით ვწყდები ადგილს...
-დახმარება შენ უფრო გჭირდება ..
სევდიანი ხმით მაწევს ბოლო წინადადებას უცნობი..
ჩამძინებია...საჰაერო ორმომ
და მძლავრმა რყევამ გამომაფხიზლა.. ძილბურანში მყოფს,
წამით ლურჯქუდიანი უცნობი დამიდგა თვალწინ..ოღონდ
აეროპორტის ფოიეში კი არა, გოგებაშვილის ქუჩის კუთხეში
ვდგავართ მე და ის.. 24 მაისია.. |
ავტორი: ლილიტი
გაგრძელება იხილეთ სექტემბრიდან
ზევით |
|
|
|