| |
რამოდენიმე დღის
წინ ცნობილი გახდა, რომ რუსული Vogue-ის მთავარმა
რედაქტორმა ალიონა დოლეცკაიამ საგამომცემლო სახლის Condé
Nast-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც 13 წლის
განმავლობაში ხელმძღვანელობდა. Condé Nast
International-ის პრეზიდენტმა ჯონატან ნიუჰაუზმა კომპანიის
თანამშრომლებთან განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა ალიონა და
გადაწყვეტილების შესახებ ამცნო. მას სურს ახალი ცხოვრების
დაწყება, შეიძლება წიგნიც დაწეროს ან ახალი საქმე
წამოიწყოს. ვინაიდან რუსეთი, როგორც მთელი მსოფლიო
იმყოფება რთულ ეკონომიურ სიტუაციაში, მე ალიონას ვთხოვე
მოეცადა და წასვლისთვის შესაფერისი მომენტი შეერჩია. ახლა
უკვე ნათელია, რომ კრიზისისგან გამოვდივართ, ამიტომაც
ალიონას გეგმების განხორციელებაში ხელს აღარ შევუშლით.
ძალიან ვწუხვარ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო.
ალიონას ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის რუსული Vogue-ის განვითარებაში.
1990-იანი წლების ბოლოს გლამურული ჟურნალების კულტურა დიდ
რუსეთში საკმაოდ დაბალ საფეხურებზე იმყოფებოდა. ალიონამ კი
შეძლო შემოეკრიბა და გაეზარდა ახალგაზრდა ჟურნალისტები და
ფოტოგრაფები, დაემკვიდრა მაღალი ხარისხის სტანდარტები. მან
ფანტასტიური შრომა გასწია, იმისათვის, რომ რუსული Vogue
ყოფილიყო ყველაზე ლამაზი და გავლენიანი ჟურნალი არამარტო
რუსეთში, არამედ მის გარეთაც.
უფრო მეტიც, ალიონა დოლეცკაია თავად Vogu-ის განსახიერებაა: ის ისეთივე
ქარიზმატული და ელეგნატურია, როგორც მისი ჟურნალი. ალიონას
იმიჯი, ტალანტი და ერთგულება განუმეორებელია და
ძნელია არ დაეთანხმო, რადგანაც ის ვოგის ყოველ ახალ
ნომერში აისახება.
Vogue-ის მთავარი რედაქტორის ადგილს ახლო მომავალში ვიქტორია დავიდოვა
დაიკავებს. საინტერესოა შეძლებს თუ არა ახალგაზრდა
რედაქტორი რუსული Vogue-ის მთელი ეპოქის
შექმნას, როგორც ეს არაჩვეულებრივმა ალიონა დოლეცკაიამ
მოახერხა. |