ფსიქოლოგიური დიეტა და გამამხნევებელი ვარჯიშები

 დიმიტრი უძნაძის "განწყობის თეორიას" თუ გავიხსენებთ, ისიც გაგვახსენდება, რომ, ყოველ წამოწყებულ საქმეს - წვრილმანს თუ მსხვილმანს, შესაბამისი განწყობა თუ არ "დავურთეთ", სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. მართალია, დიდ მეცნიერს კონკრეტულად გახდომის შესახებ თავის ნაშრომში არაფერი აქვს ნათქვამი, მაგრამ ეს თეორია დიეტასაც ეხება.

 

 უნდა გვახსოვდეს, რომ, რაც უნდა მოვინდომოთ, რაც უნდა მკაცრი დიეტა დავიცვათ და ბევრი ვივარჯიშოთ, თუ ქვეცნობიერში არ "ჩავდეთ" ერთი მარტივი ფრაზა - "ყველაფერი კარგად იქნება, მე შედეგს მივაღწევ", - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ შედეგი (ანუ წონაში დაკლება) შეიძლება იყოს, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი, როგორიც თქვენ გჭირდებათ. ამიტომ, საოცნებო მიზნის მისაღწევად აუცილებელია, საამისოდ განაწყოთ ტვინი, რომელიც მთელ ორგანიზმს "აიძულებს", მზადყოფნით შეხვდეს თქვენს გადაწყვეტილებას - დაიკლოთ წონაში.

 სიტყვას დიდი ძალა აქვს. ამიტომ, დიეტის დაწყების წინა საღამოს დასაძინებლად უნდა დაწვეთ სიტყვებით: "ხვალიდან მე ვიწყებ გალამაზებას. ჩემი დიეტა არის გზა სრულყოფილებისაკენ და მე ამ გზას წარმატებით გავივლი."

 გარდა ამისა, დღის განმავლობაში, ყოველი კვების წინ, ჩაიხედეთ სარკეში, გაუღიმეთ საკუთარ გამოსახულებას, შეაქეთ და გაამხნევეთ. მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვით თქვენი ულუფა.  ოღონდ, უკეთესი შედეგის მისაღებად, ამ ყველაფერს დაუმატეთ 10-15 წუთიანი ფიზიკური ვარჯიში, რომ საკვებით მიღებული თუნდაც მცირე რაოდენობის კალორიების დაწვა ორგანიზმს უფრო გაუადვილდეს.

 რაც შეეხება მენიუ, ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, პროდუქტების შერჩევა არ გაგიჭირდებათ - თავისთავად ცხადია, აქცენტი ძირითადად ხილსა და ბოსტნეულზე უნდა გააკეთოთ.

დიეტის სქემა:

 "მაგიური" წინადადება ფსიქოლოგიური განწყობისთვის - საკვების მიღება - ვარჯიში - თავის შექება.
 კვება ხუთჯერადი. დიეტა გრძელდება 3 კვირის განმავლობაში. 2-კვირიანი შუალედის შემდეგ, შეგიძლიათ კურსი ისევ გაიმეოროთ. დღეების განმავლობაში, მითითებული პროდუქტები შეგიძლიათ სხვა მსგავსი პროდუქტებით ჩაანაცვლოთ.

კვების რაციონი:


9 საათი: 1 ფინჯანი ყავა (ან ჩაი), 2 ნაჭერი დიეტური პურის ორცხობილა, 2 ნაჭერი უმარილო ყველი, 1 ცალი ვაშლი.

12 საათი: 1 ჩაის ჭიქა მაწონი, 1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 100 გრამი უმი კომბოსტოს სალათა მწვანილით.

15 საათი: 1 ულუფა ბოსტნეულის წვნიანი, 2 ნაჭერი დიეტური პური, 1 ცალი კიტრისა და 1 ცალი პომიდვრის სალათა, 100 გრამი მოხარშული წიწიბურა, 200 გრამი ნებისმიერი ხილი.

18 საათი: 100 გრამი რძიანი "ჰერკულესი", 100 გრამი უცხიმო ხაჭო, 1 ჩაის ჭიქა ახლად გამოწურული ხილის წვენი.

20-21 საათი: 200-300 გრამი ხილის სალათის ასორტი.


კატალოგი

სამკაულები

თმების მოვლა

დიეტები

 

  30 ივისი  2010
წყარო:
http://kaba.ge
ფოტოები:
http://babyboomer.net.au
რუბრიკა:  
სილამაზე
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა


         უკან

ტრენდული ფეხსაცმელები
  ფეხსაცმელები დიზაინერებისგან

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

ინტერნეტ მაღაზია
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად

 

სილამაზე

ასარგებლო ხილი
  მარწყვი წონაში დაგაკლებინებთ
სილამაზე
 

სილამაზე

სილამაზე
 
რაზე მეტყველებს ხალები
სილამაზე
 
             
 

სილამაზე

სილამაზე
 
როგორ მოვიშოროთ თვალებთან გაჩენილი ნაოჭები
სილამაზე/სახის მოვლა
 

პილინგი

სილამაზე
 რა არის პილინგი
სილამაზე
 
             
 

რჩევები

რჩევები
 
თუ ფეხების ოფლიანობა გაწუხებთ
სილამაზე
 

სელებრითი

სელებ-გარეგნობა
 
ვარსკვლავები ახალგაზრდობაში
სელებრითი
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდური ტენდენციები
სეზონის აქტუალური ტენდენციები

მოდელები
 KABA.ge - ს
მოდელების  კატალოგი

ქუჩის მოდა
 ქუჩის
  მოდა

პატარძლები
 KABA.ge - ს 
 პატარძლების კატალოგი

როგორ შევნიღბოთ უძილობა სა გადაღლა

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ